ზუგდიდის ცენტრში მამაკაცმა ლომბარდის დაწვა სცადა. მამაკაცი იმუქრებოდა, რომ შენობას ბენზინს შეასხამდა. ადგილზე პოლიცია იყო გამოძახებული. ამჟამად სიტუაცია განმუხტულია.
როგორც ცნობილია, მამაკაცის თქმით, მას ლომბარდში ოქრო ჰქონდა ჩაბარებული, საფასური გადაიხადა, თუმცა, მისივე განცხადებით, ძვირფასეულობა არ დაუბრუნეს.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დროისთვისაც გრძელდება.