თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატები, მათი დაცვის ქვეშ მყოფების გამამართლებელ განაჩენს რევოლუციურ გადაწყვეტილებას უწოდებენ.
მოსამართლემ გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია დღეს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ბრალდებულებმა პატიმრობაში 11 წელი გაატარეს.
„ეს არის რევოლუციური გადაწყვეტილება, რევოლუციური პროცესი. დღევანდელი გადაწყვეტილებით გამოჩნდა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი,“ - აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.