თელასის ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ბრალდებულები, 11-წლიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ნიკა ლომინაძის მამა, ნოდარ ლომინაძე ფიქრობს, რომ ბრალდებულები უვადო პატიმრობას იმსახურებდნენ. მისთვის გაუგებარია, რატომ გაათავისუფლეს დღეს გიორგი გვიჩიანი და ნიკა ჩემია და ასევე გაუგებარია პროკურატურის როლი ამ საქმეში.
„გაუგებარია პროკურატურის როლი ამ საქმეში, თითქოს ახალი რაღაცები აღმოაჩინეს... ვერ გავიგე რა მოხდა. მე ვიცი, რომ გაათავისუფლეს დამნაშავე და ახლა იტყვიან, რომ ჩვენ გამოვიძიებთ სინამდვილეში რა იყო. ანუ შემოდებენ საქმეს თაროზე და იქნება, სანამ ისინი იქ არიან,“ - აცხადებს ნოდარ ლომინაძე.
ავტორი: ეკა გაგუა.