საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ თელასის ფინანსური დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმის საკითხზე დარღვევებზე საუბარი ჯერ კიდევ მის წინამორბედებს ჰქონდათ.
„ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩემი წინამორბედების მიერ იყო გარკვეული დარღვევები აღმოჩენილი. მოგეხსენებათ, მისი დაკავება მოხდა 11 წლის წინ და შესაბამისად, იმ პერიოდში სახალხო დამცველი მუშაობდა ამ საკითხზე და კონკრეტულ დარღვევებზე საუბრობდა ჯერ კიდევ მაშინ,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ავტორი: ეკა გაგუა.