05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
"ფრესკოს" წარმომადგენლების და ყოფილი თანამშრომლების შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა

კამათის ფონზე მიმდინარეობდა 2 საათიანი შეხვედრა ფრესკოს წარმომადგენლებსა და ყოფილ თანამშრომლებს შორის. სუპერმარკეტების ქსელიდან გათავისუფლებულები უთანასწორო შრომით ხელშეკრულებას და ადმინისტრაციის მხრიდან მონურ დამოკიდებულებაზე საუბრობენ.

თავად ვასილ სოფრომაძე კი სუპერმარკეტების ქსელის ირგვლივ დაწყებულ პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

„ვიცი კონკრეტული პირები, ხალხი, ვინც ეს დაგეგმა. ეს არის დაგეგმილი თბილ კაბინეტებში. დაუსვით კითხვა იმათ, ვისაც, ეს ეკუთვნის. არის თუ არა კომპანია საქართველოში, რომელიც არ იხდის 18 % დღგ-ს,“ - განაცხადა ფრესკოს დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ.

ფრესკოს ყოფილი თანამშრომლები „მონურ შრომაზე“ საუბრობენ.

განცხადება ამავე საქმესთან დაკავშირებით გააკეთა საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების იურისტმა თამარ სურმავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელშეკრულებებშიც აღინიშნება ბევრი პრობლემური საკითხი.

„მარტივად რომ ვთქვათ, სამუშაო დრო, პრაქტიკულად განსაზღვრული არ აქვთ დასაქმებულებს. აუცილებლად იქნება სასამართლო განხილვები ამ თემაზე, რომლებიც კიდევ ერთხელ მიგვაჩნია, რომ დაადასტურებს იმ პრობლემებს და მოთხოვნებს, რომლებიც დასაქმებულებს გააჩნიათ,“ - განაცხადა თამარ სურმავამ.

დღის ამბები