01 ოქტომბერი 2024,   05:33
ვრცლად
პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა [ვიდეო]

საქართველოში დაბრუნებულ კათოლიკოს პატრიარქს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი უწმინდესს საპატრიარქოში დახვდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი 2 -ს საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. პრეზიდენტთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მარგველაშვილის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. გიორგი მარგევლაშვილმა პატრიარქს სამშობლოში დაბრუნება მიულოცა და სრულად გამოჯანმრთელება უსურვა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ცოტა ხანში გაავრცელებს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

დღის ამბები