გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი მწუხარებით აცხადებს, რომ 20 თებერვალს, საკუთარ 65-ე იუბილემდე ერთი დღით ადრე, ნიუ-იორკში, რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. თანაგრძნობას ვუცხადებთ ვიტალი ჩურკინის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს," - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ჩურკინი სამუშაო ადგილზე მოულოდნელად გარდაიცვალა. ის გაეროს მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე 2006 წლის 8 აპრილს დანიშნეს.