ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქისა და საპატრიარქოს პოზიცია სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. საპატრიარქოში გვიანობამდე მიდიოდნენ სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ სასულიერო პირები, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა მეუფე ზენონმა. მისი თქმით, გამჭვირვალობისთვის კარგი იქნება თუ საპატარიქროს ქონებას აუდიტი შეისწავლის და ამ საკითხზე სინოდის სხდომაც გაიამართება.
"ვერავის დავეთანხმები იმაში, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის რაიმე ზიანის მომყენებელი, თუნდაც ისეთ კონტექსტში, რომელზეც არის საუბარი,“ - აცხადებს მეუფე ზენონი.
საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, ჟურანლსიტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა და მეუფე იაკობმა.