05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად 20-მდე ხე მზადდება

შეკვეთილში, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასატანად კიდევ 20-მდე ხე მზადდება. მათ ამჯერად სოფელ ნატანებიდან გადარგავენ. ამ მიზნით, როგორც ადგილობრივები პირად საუბრებში ამბობენ, უკვე დაწყებულია რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე, ქარსაცავი ზოლის ხეებისთვის ტოტების მოჭრა.

სამუშაოებს ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახური აწარმოებს. მათი განმარტებით, ისინი საგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებენ. პარალელურად, ასევე მოსახლეობის ინფორმაციით, მათ უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ 22 თებერვალს ელექტროენერგია და გაზი გაეთიშებათ. ისინი ამას სწორედ ხეების გადატანას უკავშირებენ.

მსგავსი პოზიცია აქვს ასევე ოზურგეთის საკრებულოს წევრს, ლეიბორისტული პარტიიდან ნათია შარაშენიძეს.

კომპანია ზიმოში კი აცხადებენ, რომ ისინი ხეების გადატანისთვის სხვა შემოვლითი გზით სარგებლობენ და არანაირი კავშირი არ აქვთ იმ სამუშაოებთან, რომელიც ქარსაცავ ზოლში მიმდინარეობს. 

დღის ამბები