05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
საპატრიაქოში სასულიერო პირები ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯელობენ

ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა იწყება. სასულიერო პირების ნაწილმა შესვლამდე დაადასტურა, რომ ამ შეხვედრაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე იმსჯელებენ.

მღვდელმთავრები პატრიარქის მოწვევით იკრიბებიან. ჯერჯერობით საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ამ საქმეზე არ არის ცნობილი.

სასულიერო პირები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს პერიოდში სინოდის სხდომაც გაიმართოს.

მღვდელმთავრები საპატრიარქოში არსებულ შესაძლო ფინანსურ პრობლემებზე და კორუფციასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

"მთავარია სიმართლემ გაიმარჯვოს. აუდიტიც მეათეხარისხოვანია, მთავარია ახლა მამა გიორგის მძიმე, საშინელი ბრალდების წინაშე ეკლესია, ერი და ბერი დადგეს ერთად სიმართლის მხარეს," - აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე. 

დღის ამბები