05 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები კარვებს შლიან და შიმშილობას იწყებენ

ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ამ წუთებში დამწვარ შენობასთან იკრიბებიან. ისინი კარვებს შლიან და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. ისინი ხელისუფლებისგან ბანკებთან შუამდგომლობას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.  

ხანძარი შენობაში 30 იანვარს გაჩნდა. ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობა და საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. 

როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

დღის ამბები