03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
”თბილისი” კვლავ დაპირისპირების პროექტია

პარტიზანი მებაღეები დანებებას არ აპირებენ. გარემოს დამცველების აქციები, სავარაუდოდ, უკვე იმ ადგილას გადაინაცვლებს, სადაც თანაინვესტირების ფონდის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. სოლოლაკის ქედს თბილისის საკრებულომ ლანდშაფტური ზონის სტატუსი მოუხსნა და ის პროექტ "პანორამა თბილისის" შემადგენელი ნაწილი გახდა. სოლოლაკის ბაღებში მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა იწყება.

თანაინვესტირების ფონდში, რომელიც "პანორამა თბილისის" დამფინანსებელია, განმარტავენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპლექსი - სოლოლაკის ბაღები, ამ ტერიტორიას განავითარებს.

„ერთი ადამიანის ოფისი” - ასე უწოდებენ საკრებულოს ოპოზიციაში „პანორამა თბილისს” და დარწმუნებულები არიან, რომ პროექტის შედეგად სოლოლაკში აშენებული მრვალფუნქციური შენობებიც ივანიშვილის საკუთრება იქნება.

საკრებულოს მმართველი გუნდის წევრები კი ფიქრობენ, რომ სოლოლაკის ბაღები, რომელზეც უკვე ცნობილია, რომ 900 მილიონი დაიხარჯება, თბილისის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება.

სოლოლაკის ბაღების პროექტის განხორციელების გამო შესაბამისი ტერიტორიისთვის სტატუსის მოხსნა იყო გასულ კვირას საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი. ხმაურიანი სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან გარემოს დამცველები საპროტესტო აქციაც გამართეს. პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით, აქციის 4 მონაწილე სამართალდამცველებმა დააკავეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები