05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება რესტორან "გეგუთის ნობათის" ყოფილ შენობაში

დაპირისპირება წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში. რესტორან გეგუთის ნობათის ყოფილ შენობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების შესვლას, მეპატრონეების პროტესტი მოჰყვა.

ამ წუთებში შენობიდან ნივთების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს. უძრავი ქონების მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათ სახელმწიფომ ტერიტორიის სანაცვლოდ, ქონების ღირებულებასთან შედარებით, მილიონ 900 ათასით ნაკლები შესთავაზა.

მათივე თქმით, აღნიშნულ ქონებაზე დავა სასამართლოში უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, დღეს კი აღსრულება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.

რესტორან გეგუთის ნობათის ყოფილ შენობასთან ავტობანი გადის, რომელიც ქუთაისს უნდა დაუკავშირდეს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ უწყების ქმედება კანონიერია და ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ექვემდებარება. უწყების ცნობით, ოჯახმა კომპენსაციის სახით 550 ათასი დოლარის ექვივალენტი მიიღო ლარში. 

დღის ამბები