03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
მართლმადიდებელები ალილოსთვის ემზადებიან

ათასობით მართლმადიდებელი ალილოსთვის ემზადება. სოფელ მეტეხში საშობაოდ ხარები გაამზადეს. უკვე 15 წელია საქართველოში საუკუნეების ტრადიცია აღდგა და წელსაც შობის დღესასწაულზე ქვეყნის მთავარ ქუჩებზე ალილოს მსვლელობა მოეწყობა. თბილისში შეგროვებული ტკბილეული და საახალწლო ნობათი სამების საკათედრო ტაძარში მოიყრის თავს, საიდანაც ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

ალილოს ტრადიცია ქრისტიანულ სამყაროში პირველი საუკუნეებიდან არსებობს, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ის მივიწყებული იყო.

პირველი ალილო საქართველოში 2000 წელს პატრიარქის კურთხევით მოეწყო. მივიწყებული ტრადიციას 15 წლის წინ აღდგა და მალევე საყოველთაო დღესასწაულის სახე მიიღო. ყოველი წლის 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე ალილოს მსვლელობაში ათასობით მართლმადიდებელი მონაწილეობს.

დღის ამბები