05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
ავთო დავითაძის შვილს გენერალურ ინსპექციაში კითხავენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეროვნული ფორუმის წევრის, ავთო დავითაძის შვილის, გიორგი დავითაძის ცემის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია, რომ გიორგი დავითაძე ადვოკატთან ერთად, დაახლოებით ერთი საათია გენერალურ ინსპექციაში იმყოფება, სადაც ისინი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენებას მისცემენ.

გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსს გიორგი დავითაძის ცემაში ადანაშაულებენ. 

ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო და დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნებოდა, რის შემდეგაც გიორგი დავითაძე საავადმყოფოდან გაწერეს.

რა რეაგირება ექნება გენერალურ ინსპექციას ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში მომხდარ ინციდენტზე, გიორგი დავითაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები