05 ნოემბერი 2024,   23:11
ვრცლად
პროკურატურამ ორი მსჯავრდებულის განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ორი მსჯავრდებული პირის განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა ზოიძე და ბაკურ კიღურაძე პროკურორს დღეს შეხვდნენ.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიება ბრალეული პირების დასადგენად მიმდინარეობს. საქმეში შესაძლოა ყოფილი მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ.

“მაიორ მამუკა ზოიძის სისხლის სამართლის საქმეში იკვეთება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნების ბრალეული ქმედება, თუმცა ამ დროისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ჩვენ დავადგინეთ და გამოვავლინეთ ახალი გარემოებები, რომელიც მთლიანად ანგრევს პოლიტპატიმარ ბაკურ კიღურაძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ამ დროისთვის დადგენილია, რომ ბაკურ კიღურაძის მიმართ არსებობდა სამართალდამცავების მხრიდან არალეგიტიმური დაინტერესება,“ - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

კომენტარი გააკეთა თავად ბაკურ კიღურაძემაც, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ ქმედებას, მისი და მისი მეუღლის საქმიანობას უკავშირებს.

დღის ამბები