05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
აქცია ქობულეთში - "ენმ"-ის წევრებმა გზებზე არსებულ ორმოებში ფიჭვის ნერგები დარგეს

ნაციონალური მოძრაობის ქობულეთის ორგანიზაციის წევრები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გზების მოპირკეთებისთვის 600 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა გზა ისევ ავარიულ მდგომარეობაშია.

მათ დღეს სიმბოლურად გზებზე არსებულ ორმოებში ფიჭვის ნერგები დარგეს. ისინი აცხადებენ, რომ საზოგადოებას ეფექტურად განხორციელებული პროექტები აინტერესებს.

აქციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოეხმაურა. ის პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებს, რომელსაც გზების დაგება ევალებოდა. მისი განცხადებით, სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებისთვის, კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა.

„ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელება ვერ მოახერხა კომპანიამ, რომ თავიდან მოეხდინა გადაგება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ შეგვეწყვიტა ხელშეკრულება ამ კომპანიასთან არაჯეროვნად შესრულებისთვის. ასევე მოიტანეს სამხარაულის ექსპერტიზიდან, რომ ის მოცულობა, რაც ასფალტი არის დაგებული სამხარაულმა არ ჩაუთვალა. დასკვნას დღე-დღეზე მოიტანენ,“ - განაცხადა სულხან ევგენიძემ.

დღის ამბები