არასამთავრობო ორგანიზაცია ბათუმი და საინიციატივო ჯგუფი დაიცავი ძველი ბათუმი ქალაქის მერს ულტიმატუმს უყენებენ.
სამოქალაქო აქტივისტები მერს გარკვეულ ვადას აძლევენ იმისთვის, რომ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე შეჩერდეს ქაოტურად მიმდინარე მშენებლობები და ისტორიული შენობების დემონტაჟი. ორგანიზაციები ამ ტერიტორიისთვის ისტორიული ზონის სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ.