ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია. მათ წვიმის დროს ჩამოსული წყალი აზიანებს და ამ დროისთვის ჭერზე და კედლებზე მოხატულობის ნაწილი აღარ იკითხება.
წყალი ტაძრის კედლებს აზიანებს და შესაძლოა, საძირკველიც გააფუჭოს.
ტაძარს რესტავრაცია 1980 წლის შემდეგ აღარ ჩატარებია. სასულიერო პირები ამ თემაზე სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ.