დღეს საპატრიარქოში ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა, იმყოფებოდა.
უცნობია, ვისთან და რა თემაზე სასაუბროდ მივიდა ადვოკატი საპატრიარქოში. გამოსვლისას მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საპატრიარქოში დღეს სასულიერო პირებმა პატრიარქთან ერთად დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ისაუბრეს. მღვდელმთავრებმა საპატრიარქო კომენტარის გარეშე დატოვეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე "ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს".