05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
პრემიერმინისტრი ცოტა ხნის წინ საპატრიარქოში მივიდა

საქართველოს პრემიერმინისტრი საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ მივიდა. შესვლამდე გიორგი კვირიკაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

საპატრიარქოში ამ დროისთვის ასევე მეუფე პეტრე ცაავა იმყოფება. მეუფემ შეხვედრამდე განაცხადა, რომ წინასწარ იცოდა, რომელ საათზე ეწვეოდა საპატრიარქოს პრემიერმინისტრი და ისიც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასაუბროდ მოვიდა.

მისი თქმით, საპატრიარქოში შეკრებილი ადამიანები იქ იმიტომ იმყოფებიან, რომ საქართველოსთვის საუკეთესო გამოსავალი იპოვონ.

საპატრიარქოში ექიმი გულიკო ჩაფიძეც იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ მამა გიორგი მამალაძის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მას ფილტვების ანთება აქვს.

 

 

ფოტო არქივიდან 

დღის ამბები