საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კახა იმნაძემ, ვიტალი ჩურკინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, Twitter-ის საკუთარ გვერდზე გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მეუღლეს, ნათესავებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.
„ვიცნობდი ელჩს. ვიტალი ჩურკინი გაეროში რუსეთის PR იყო 90-იანების შუა წლებიდან. თანაგრძნობას ვუცხადებ მის მეუღლეს, ირინას, ოჯახსა და კოლეგებს,“ - წერს კახა იმნაძე.
ვიტალი ჩურკინი გუშინ ნიუ-იორკში გარდაიცვალა.
I"ve known Amb. #VitalyChurkin PR of #Russia to #UN since mid 90s. Condolences on his untimely passing to spouse Irina, family & colleagues pic.twitter.com/MvcNdDGMjk
— Kaha Imnadze (@kahaimnadze) February 21, 2017