05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
მეუფე პეტრეს გარდა, ყველა სასულიერო პირი თანხმდება, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს - ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ ამ წუთებში საპატრიარქო დატოვა. მისი განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის ყველა ჩანაწერი, საქართველო კათოლიკოს-პატრიარქის გარდა, ყველა სასულიერო პირმა ნახა.

მისი თქმით, საპატრიარქოში ყველა, მეუფე პეტრე ცაავას გარდა, ერთ პოზიციაზეა, რომ საქმეში ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს მისთვისვე იქნება საფრთხისშემცველი.

“ჩანაწერები ნახა თითქმის ყველა სასულიერო პირმა და ყველან თანხმდება, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს. ასევე თანხმდებიან, რომ გიორგი მამალაძე თავდებით არ უნდა გამოვიდეს, რადგან ეს თავად მისთვის იქნება სახიფათო. ერთადერთი განსხვავებული პოზიცია აქვს მამა პეტრეს. მე ვერ გეტყვით, ზოგადად, რა პოზიციაზე დგას მამა პეტრე. გაუგებარია მისი პოზიცია. პატრიარქს ეს ჩანაწერი არ უნახავს, ყოველი შემთხვევისთვის ამ დრომდე. ამ წუთების შემდეგ რა მოხდება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან ამ წუთებში მიმდინარეობს და, ალბათ, დამატებითი დეტალები შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი,” - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

საპატრიარქოში შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმინისტრი, დაახლოებით, 1 საათის წინ მივიდა. შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ენერგეტიკისა და განათლების მინისტრებიც მივიდნენ. 

ცნობილი ხდება, რომ საქმის ერთ-ერთი მოწმე, ადვოკატი ირმა ჭკადუა, საპატრიარქოში კვლავ მივიდა. შეგახსენებთ, რომ მან დღეს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები