05 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა თქვენი არხის მიმართ - გიორგი მარგველაშვილი

"მინდა, კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ, დავაფიქსირო თუნდაც ჩემი აქ მოსვლით, ჩემი მხარდაჭერა თქვენი არხის მიმართ,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, რუსთავი2 ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტელევიზიაა და საქართველოს მოსახლეობისთვის კრიტიკული მედიის არსებობა ძალიან მნიშნელოვანია.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსთავი2-ს მხარი ისეთმა ადამიანებმაც დაუჭირეს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ტელევიზიის ინტერპრეტაციას არ ეთანხმებიან.

„ის ეფექტური ნაბიჯი, რომელიც თქვენ გადადგით რუსთავი2-ის ერთდღიანი გათიშვით, იმ ადამიანებსაც დაანახა, რამდენად მწირია მედიაგარემო ნებისმიერი არხის შეჩერებისას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, რუსთავი2 იყო ის არხი, რომელმაც შექმნა ე.წ. ციანიდის საქმეზე ჯანმრთელი დისკუსია.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ რუსთავი2 ისეთ საკითხებს აშუქებს, რომელთა შესახებ საუბარი აუცილებელია. მისი თქმით, რუსთავი2 კრიტიკული დიალოგის შემქმნელია, თუნდაც მასსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შორის ურთიერთობაში, რომელშიც, მისი აზრით, დიალოგი უნდა არსებობდეს.

„ამ თვალსაზრისით, რუსთავი2, როგორც შემქმნელი კრიტიკული დიალოგისა, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღის ამბები