05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს

„არ მინდა პოლემიკაში შევიდე რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრთან, პასუხის გაცემა არის საგარეო უწყების საქმე,“ - საქართველოს პრეზიდენტმა სერგეი ლავროვის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

მან გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში საზოგადოებას მიმართა, რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს.

„არანაირი, არც ნარკოტიკების, არც იარაღის ვაჭრობის თვალსაზრისით, საქართველოს არ გამოიყენება. ტერორიზმთან მიმართებაში აქტიურად მუშაობენ სამართალდამცველები, რომ არცერთი ტერორისტული ქსელისთვის ან ინდივიდისთვის არ იყოს კომფორტული საქართველო. მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველო არ მარტო ქვეყნის შიგნით მუშაობს ამაზე, არამედ არის იმ კოალიციის წევრი, რომელიც ებრძვის ტერორიზმს არა პოლიტიკური განცხადებების, არამედ თავისი შეიარაღებული ძალების მეშვეობით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე გაერთიანებულია იმ სულისკვეთებით, რომ საქართვეოლს ოკუპაცია ისტორიული უსამართლობაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები