05 ნოემბერი 2024,   23:12
ვრცლად
მიხეილ რამიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების და ბარგის ჩხრეკის დეტალებზე საუბრობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი, რომელსაც გაუთქმელობის ხელწერილი საქმის შინაარსზე საუბარისგან არ ზღუდავს, მამა გიორგის დაკავების დეტალებზე ალაპარაკდა.

გადაცემა არჩევანში მან განაცხადა, რომ მამა გიორგის ბარგი 6 საათისა და 40 წუთის დაგვიანებით მიუტანეს.

„როდესაც მიიყვანეს მამა გიორგი მოდულის შენობაში, 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მოიტანეს ბარგი და მამა გიორგი აღწერს, თუ როგორ მოხდა ამ ბარგის შემოწმება და ჩხრეკა. როგორც მამა გიორგი ბრძანებს, ეს ჩემოდანი 2 განყოფილებისგან შედგებოდა. ისე, რომ არცერთი განყოფილება... როდესაც ჩხრეკა ტარდება, მაშინ უნდა მოხდეს აბსულუტურად ყველა ნივთის შემოწმება, მაგრამ პირდაპირ მოახერხეს მხოლოდ ერთი განყოფილების გახსნა, საიდანაც ამოიღეს რაღაც დეზადორის მაგვარი ნივთი, ხოლო მისი აღწერით, მეორე განყოფილებაში იდო ძალიან ბევრი პარფიუმერული ნივთები, კბილის ჯაგრისი და ამდაგვარი საგნები. იმას არც შეხებიან, პირდაპირ ამოიღეს იქიდან, თითქოს საიდან უნდა სცოდნოდათ. მაგ ქილაში ყოფილა დამალული ეს ციანიდის ფხვნილი,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები