05 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოძიებას ჩვენება შესაძლოა დღეს მისცეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძემ გამოძიებას ჩვენება  შესაძლოა დღეს მისცეს. აღნიშნულ განცხადებას, დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აკეთებს.

რამიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის.

დაცვის მხარის თქმით, მას პატრიარქთან შეხვედრა სურს, თუმცა მათთვის ჯერჯერობით უცნობია როდის მოხერხდება ეს.

„არ იქნება ძალიან პატარა ჩვენება, მოგეხსენებათ საქმე  ძალიან სერიოზულია და სერიოზულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არის მამა გიორგი,“-განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები