05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
"მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ მამა გიორგის,"-დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია ე.წ. ციანიდის საქმეზე კომენტარს აკეთებს და მამა გიორგი მამალაძის პოზიციას აკრიტიკებს. მისი თქმით ბრალდებულმა დეკანოზმა დუმილი უნდა დაარღვიოს და საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა ხდება.

"რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს ეკლესიისათვის თუნდაც მამა გიორგი დამნაშავე იყოს, აქ არაფერი დასამალი არ უნდა იყოს და უნდა გამოცხადდეს. თუ ადამიანი დამნაშავეა უნდა ითქვას, რაც არ უნდა ედებოდეს ბრალად ჩვეულებრივი ადამიანის მკვლელობა, თუ პატრიარქის მკვლელობა. ეს უნდა ითქვას საჯაროდ და ეს უნდა გაცხადდეს იმიტომ, რომ ადამიანებს აინტერესებთ რა მოხდა ეკლესიაში. მე არ მესმის გაუთქმელობის პირობა. თუ ადამიანი მართალია მე არ მესმის როგორ შეიძლება ვინმემ რამე დამაბრალოს, მღვდელი ვარ რისი უნდა მეშინოდეს. დამაბრალონ მკვლელობა რომელიმე ადამიანის და მე გამოძიებასთან ვითანამშრომლო, ესეთი ბრალდება დამაბრალოს სახელმწიფომ ან ნებისმიერმა ადამიანმა და მე რაიმე პირობა დავიცვა გამორიცხულია. მე ამ შემთხვევაში არ დავემორჩილებოდი სახელმწიფოს. მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ მამა გიორგის. რისი უნდა მეშინოდეს მღვდელი ვარ ღმერთი ყველაფერს ხედავს ჩემთან დაკავშირებით და რა სასჯელი უნდა მომისაჯონ ამაზე მეტი,"-აცხადებს მამა შალვა.

დღის ამბები