05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემამდე, პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს

დეკანოზი გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემამდე, პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს - განცხადება ცოტა ხნის წინ ჩაფიძის კლინიკიდან გამოსულმა დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზს სურს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს იმ ჩვენების შესახებ ესაუბროს, რომლის მიცემასაც გამოძიებისთვის აპირებს. 

„ის ძალიან დიდი თხოვნით მიმართავს პატრიარქს, თუ ექნება მას საშუალება და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებლობა, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, სანამ წინასწარ გამოძიებისთვის მიცემს ის ჩვენებას, ეს ჩვენება და ყველაფერი უთხრას პირადად  პატრიარქს. თუ ვთქვათ ვინიცობაა და პატრიარქი ვერ შეძლებს, ის მზად არის და ელოდება წმინდა სინოდიდან, მაღალი იერარქიის პირებს, მოვიდნენ და მას სურვილი აქვს პირდაპირ საქმის კურსში დეტალურად მოუყვეს და უთხრას თუ რასთან არის რეალურად საქმე. ჩვენ დიდი მოწიწებით და დიდი იმედით ვართ განწყობილი რომ საპატრიარქოდან იქნება ადეკვატური პასუხი და ქმედება განხორციელებული,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეხვედრასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მხრიდან პასუხის პარალელურად, დაცვის მხარე პროკურატურისგან დეკანოზის დაკითხვის ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაციასაც ელოდება.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ჩაფიძის კლინიკა უკვე დატოვეს. თავად მამა გიორგი კი მკურნალობას კვლავ  კლინიკაში განაგრძობს.  

დღის ამბები