05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
"როდესაც ყველასთვის ცნობილი იქნება როგორ აღმოჩნდა იარაღი მამა გიორგისთან, ეს ნათელ სურათს წარმოაჩენს"-მიხეილ რამიშვილი

"როდესაც ყველასთვის ცნობილი იქნება, როგორ მოახერხეს, რომ მამა გიორგისთან ეს იარაღი აღმოჩნდა, ეს უკვე ძალიან ნათელ სურათს წარმოაჩენს,"- ეს განცხადება, მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.

მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან  სისხლის სამართლის საქმის დეტალებზეც ისაუბრა.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. ის აპირებს გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა მის სახლში ცეცხლსასროლი იარაღი. რამიშვილი ამბობს, რომ იარაღი გიორგი მამალაძეს არ ეკუთვნოდა.

„ჩვენ ის არ დაგვავიწყდეს, რომ მამა გიორგი ბრალი წაყენებული აქვს არა მარტო ერთი დანაშაულის მცდელობისთვის. იარაღი არ დაგვავიწყდეს, რომ საქმეში ამ შემთხვევაში არის 236-ე მუხლი. აი ზუსტად როდესაც უკვე ყველასთვის ცნობილი იქნება თუ  როგორ, რატომ, ვის მიერ და როგორ მოახერხეს, რომ მამა გიორგისთან ეს იარაღი აღმოჩნდა, ეს უკვე ძალიან ნათელ სურათს წარმოაჩენს. აი მაგას უკვე მოახსენებს მამა გიორგი, გამოძიებამდე საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს.

"სახლში აღმოუჩინეს როგორც გამოძიებიდან ირკვევა. როდესაც მამა გიორგი მისცემს ჩვენებას, როდესაც პირველ რიგში გაესაუბრება და შეხვდება წმინდა სინოდის წევრებს, მერე უკვე დეტალურად გვეცოდინება. იარაღი მისი არ იყო,“-აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

დღის ამბები