საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ფარული მიყურადების კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშაშვილის აზრით, სამწუხაროა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის კონსულტაციებზე უარი განაცხადა და „თვითიზოლაციის გზა“ აირჩია, რადგან ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, ქვეყნისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ნიშნავს მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ კანონპროექტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად გიორგი მარგველაშილი მიიღებს.
„ვეტო არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ვნახავთ ამას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებზე მიღებული უარი და სამწუხაროდ, ეს არის გზა თვითიზოლაციისკენ,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ე.წ. მოსმენების კანონპროექტს პარლამენტი დღეს განიხილავს.
ავტორი: ნატა მახვილაძე.