05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტიის" ინფორმაციით, გაზის ტარიფი გაიზრდება

ლეიბორისტული პარტიის ინფორმაციით, გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, გაზის ტარიფი გაიზრდება.

გიორგი გუგავას თქმით, გადასახადის გაზრდის მოთხოვნით სემეკში დოკუმენტი უკვე დარეგისტრირებულია.

„ამ მოღალატეობრივი ხელშეკრულებით პირად მოგებას ნახავენ გაზპრომის მეწილე ოლიგარქი ივანიშვილი და ენერგო მაფიოზი, ბატონი კალაძე, რომელმაც უშუალოდ გააფორმა ეს საიდუმლო და მოღალატეობრივი ხელშეკრულება. ამიტომ კეთილი ინებონ და თავად დაფარონ საკუთარი მილიარდიანი ფონდებიდან ის თანხა, რათა მოსახლეობისთვის არ გაიზარდოს სამომხმარებლო ტარიფი,“-განაცხადა გიორგი გუგავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები