05 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
"შეიქმნას ჩვეულებრივი შიდა პასპორტი, ქაღალდის პასპორტი" - დავით თარხან-მოურავი

პატრიოტთა ალიანსი ელექტრონული ID ბარათის ნაცვლად, სურვილისამებრ, ქაღალდის მოწმობების გაცემასაც ითხოვს. პარტიის ლიდერების განცხადებით, კანონი ასეთ შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუმცა პრაქტიკაში ძველი პირადობის მიღება შეუძლებელია.

დავით თარხან-მოურავი იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, დაიცვას კანონი და მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, მიიღონ ქაღალდის პირადობის მოწმობა. 

"შეიქმნას ჩვეულებრივი შიდა პასპორტი, ქაღალდის პასპორტი, სადაც იქნება თავმოყრილი ნებისმიერი ინფორმაცია ადამიანის შესახებ,“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. 

დღის ამბები