05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
ჭალის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად სოფელში შესასვლელი გზა გადაკეტა

წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალის მოსახლეობამ სოფელში შესასვლელი გზა გადაკეტა. ისინი ენერგეტიკის სამინისტროს პროექტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მაღალი ძაბვის 500 კილოვოლტიანი ანძის დადგმაა დაგეგმილი.

აქტივისტების განცხადებით, ანძა საცხოვრებელი სახლებიდან სამ მეტრში დაიდგმება, რაც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. სოფლის მაცხოვრებლები ტექნიკას სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევენ და ახალი პროექტის შედგენას ან ხაზის გადაწევას ითხოვენ. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იყო მობილიზებული.

დღის ამბები