03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
7-8 იანვარს საქართველოში ითოვებს. მოსალოდნელია ძლიერი ქარი

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურად თოვს, ბარში კი წვიმს. ბოლო მონაცემებით, გუდაურში თოვლის საფარმა 170 სანტიმეტრს მიაღწია, შედარებით ნაკლებია თოვლის საფარი ფასანაურსა და ბაკურიანში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ მაღალმთიან რაიონში არის ზვავსაშიშროება და მოსალოდნელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო, თუმცა ყინვა ბარში მოსალოდნელი არ არის.

ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი 7 იანვრიდან, რადგან დასავლეთ საქართველოში ცივი ჰაერის მასები დაიწყებს გავრცელებას. შობას თბილისშიც ითოვებს.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხვალ და ზეგ ძლიერი ქარია ნავარაუდევი. 8 იანვრიდან კი ღამის საათებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მოსალოდნელია ყინვა.

"ხვალ წვიმა დაიწყება დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და დღის ბოლო უკვე გადავა თოვლში, 8-ში უკვე მთელ საქართველოში ვფიქრობთ თოვლს, მთებში და მაღალ მთებში ძლიერად ითოვებს, შესაძლებელია ქარბუქიც. 9-დან თოვლის ინტენსივობა შესუსტდება. თბილისში თოვლს ველოდებით 8-ში დროგამოშვებით და 9-შიც თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. თბილისში -4 გრადუსს, დასავლეთ საქართველოში კი -5 გრადუსს ველოდებით," - განუცხადა რუსთავი 2-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები