"გადაადგილება თავისუფალია, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ფიზიკურად მზღუდავთ,“ - ასე მიმართა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთმა მოწმემ, ირმა ჭკადუამ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს.
ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, თუ რასთან დაკავშირებით იმყოფებოდა ის საპატრიარქოში.
ირმა ჭკადუა საპატრიარქოში უკვე მეორედ მივიდა. მასთან ერთად ადვოკატი ლილი გელაშვილიც იმყოფებოდა.