05 ნოემბერი 2024,   23:11
ვრცლად
ლაშა ჟვანიას თქმით, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მამა გიორგის ვერ შეხვდება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მან ცოტა ხნის წინ დატოვა საპატრიარქოს შენობა. 

ლაშა ჟვანიას თქმით, პატრიარქი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ მამა გიორგისთან შესახვედრად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ მივა. მისივე განცხადებით, თავად ბრალდებულის საპატრიარქოში მისვლის პრეცენდენტი არ მომხდარა და ამიტომ არ მიაჩნია სწორად დეკანოზის საპატრიარქოში მისვლა.

ლაშა ჟვანიამ საპატრიარქოში აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ საჭიროება არსებობს, აუდიტი საპატრიარქოში უნდა შევიდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები