03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე დიდთოვლობის გამო მძიმე მდგომარეობაა

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ათეულობით მანქანა თოვლშია ჩარჩენილი. უამინდობის გამო გზაზე ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია. ჩარჩენილი ავტომობილების მგზავრები ადგილობრივმა სამართალდამცველებმა იქვე მცხოვრებ ოჯახებში გადაანაწილეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადები. ვითარებას ართულებს ძლიერი ქარბუქიც.

"ღამე ამოვარდნილი ძლიერი ქარბუქის და თვლის გამო ნინწმინდა-ახალქალაქის მიმართულებით, განძასა და გორელოვკაში, მთელი ღამის განავოლბაში მობილიზებული ვიყავით სამართალდაცმავი სტრუქტურების წამრომადგენლები. დაახლოებით ასამდე ავტომანქანა იყო ჩარჩენილი, მგზავრებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები. ადგილობრივი პოლიციელების სახლებში დავაბინავეთ ეს ხალხი. 50-მდე მანქანა კიდევ ჩარჩენილია, მძიმე ტექნიკა მუშაობს და ვახდენთ ხალხის გამოყვანას," - განაცხადა რუსთავი2-თან სატელეფონო ინტერვიუში სამხარე პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კალანდაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები