05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ბრალდებული დეკანოზი 11 დღიანი დუმილის შემდეგ გამოძიების შეკითხვებს უპასუხებს

დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. 5 დღიანი მკურნალობის შემდეგ ექიმებმა ბრალდებული სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს.

მამა გიორგის თხოვნის მიუხედავად, პატრიარქმა და სინოდის წევრებმა ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულთან შეხვედრაზე უარი თქვეს. მიზეზად ილია მეორეს ჯანმთელობის მდგომარეობა, სინოდის შემთხვევაში კი უსაფრთხოება დაასახელეს. ამ საკითხზე დამატებითი განმარტება საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ გააკეთა.

დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასულიერო პირი მზად არის ჩვენების მისაცემად. მამაოს უფლებების დამცველი დარწმუნებულია, რომ ეს ჩვენება ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. მათ შორის იმ იარაღზეც, რომელიც გიორგი მამალაძის სახლში აღმოაჩინეს.

ადვოკატი დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი დეკანოზს არ ეკუთვნის. ახლა ყველა სწორედ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის ჩვენების მოლოდინშია. მამალაძე 11 დღიანი დუმილის შემდეგ გამოძიების შეკითხვებს უპასუხებს.

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები