05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
გურამ ჯაში რეანიმაციაში რჩება - საქმე სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით აღიძრა

მსახიობ გურამ ჯაშის ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

კლინიკაში მსახიობი თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მასზე თავდასხმა მოხდა და უცნობმა პირებმა ტელეფონის წართმევისა და ქურთუკის გახდის მცდელობისას, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

გურამ ჯაშს თავს სავარაუდოდ ორი მამაკაცი დაესხა. ინციდენტის შემდეგ მსახიობი მშობლების სახლში მივიდა.

გურამ ჯაში თავდასხმის შემდეგ, მისივე მოთხოვნით, საავადმყოფოში არ გადაუყვანიათ, თუმცა რამდენიმე საათში მისი მდგომარეობა დამძიმდა, რადგან თავის ქალა ჰქონდა გაბზარული. მსახიობი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, მას თავის არეში დიდი ზომის ჰემატომა ჰქონდა და თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა.

მსახიობს თავს მშრალ ხიდზე, საღამოს დაესხნენ. გურამ ჯაში ჯერ გამოძიებას არ დაუკითხვას, თუმცა მისი მშობლების ინფორმაციით, დაზარალებულმა ექიმებს უამბო, რომ თავს ყაჩაღობის მიზნით დაესხნენ. თავში სავარაუდოოდ, ბლაგვი საგნის ჩარტყმის შემდეგ დაზრალებულმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა.

სამართლადამცველები მომხდარში ყაჩაღური თავდასხმის ნიშნებს ვერ ხედავენ და საქმეს სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით იძიებენ. უცნობია დაადგინა თუ არა პოლიციამ თავდამსხმელების ვინაობა. ამ დრომდე დაკავებული არავინ არ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები