05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
მეუფე პეტრე აცხადებს, რომ დეკანოზის თავდებით გათავისუფლების მოსაზრება პატრიარქმა გააჟღერა

მეუფე პეტრე მამა გიორგის ცაავა ნანა კაკაბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, თითქოს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის თავდებით გათავისუფლების მომხრე მხოლოდ ის იყო. მეუფეს განმარტებით, ეს მოსაზრება პირველად თავად პატრიარქმა გააჟღერა.

მეუფე პეტრემ ასევე, კურიერთან სატელეფონი საუბარში აღნიშნა, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სინოდის წევრებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ ჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში, რასაც საბოლოოდ მეუფე პეტრეც და პატრიარქიც დაეთანხმა. 

"ის, რომ მხოლოდ მეუფე პეტრე იყო განსხვავებულ აზრზე თავდებით გამოშვებისა, არ შეესაბამება სიმართლეს და ეტყობა ან ცრუობს ან არასწორი ინფორმაცია აქვს ქალბატონ უფლებათა დამცველს. პატრიარქის მიერ იქნა ეს მოსაზრება პირველად გაჟღერებული, რომ თავდებით გამოსულიყო მამა გიორგი. ფაქტიურად, მე და პატრიარქი ვიყავით ამ კუთხით ერთ აზრზე, უბრალოდ სინოდის წევრებმა თხოვეს მის უწმინდესობას, რომ მამა გიორგის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯობდა, ის დარჩენილიყო საპყრობილეში და დავლოდებოდით გამოძიების წარმართვას, რასაც საბოლოოდ დავეთანხმეთ," - აცხადებს მეუფე პეტრე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები