სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვმა 35 ათასს გადააჭარბა. წელს კიდევ უფრო გაიზარდა იმ ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც ვერ აგრძელებენ განათლების მიღებას უმაღლეს სასწავლებლებში და ხშირ შემთხვევაში, ეს უსახსრობის გამო ხდება.
განათლების სფეროში მომუშავე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ განათლების სისტემის დაფინანსება სახელმწიფოს მიერ ძალიან მცირეა და სოციალურ საჭიროებაზე ორიენტირებული არ არის. მათი შეფასებით, სტუდენტებს რისკ ჯგუფად მიიჩნევენ კომერციული ბანკებიც და მათზე სესხების გაცემას ერიდებიან.
საპარლამენტო უმციორესობის წარმომადგენლები განათლების სამინისტროს თანხების არარაციონალურად განაწილებაში, ხელისუფლებას კი სოციალური მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია მინისტრს დაფინანსების წესის შეცვლისკენ მოუწოდებს.
განათლების მინისტრმა საპასუხოდ, დაფინანსების არასწორი სისტემის შექმნაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების ნაწილისთვის კარგი გამოსავალი პროფესიული განათლებაა.
სწავლის საფასურის ნაწილის გადახდა სტუდენტებს მეორე სემესტრის დაწყებამდე მოუწევთ.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი