05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
წყალმომარაგების პრობლემა თელავში - მოსახლეობა ქალაქის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებს 

რამდენიმე წელია თელავის მოსახლეობის ნაწილი წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ელოდება. ვითარება ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო რთულდება და ადგილობრივებს სასმელი წყალი გრაფიკითაც აღარ მიეწოდებათ.

მსგავსი პრობლემის წინაშე დგას თელავის მოსახლეობის ნახევარზე მეტი. სასმელი წყლის მოსამარაგებლად ადგილობრივებს რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. პრობლემით შეწუხებული ადგილობრივები ქალაქის მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

თელავის მერიაში აღიარებენ, რომ წყლის მიწოდების სისტემა მოსაწესრიგებელია. სადავო არც ისაა, რომ პრობლემას დროულად სჭირდება გადაჭრა. ვიცე მერის მტკიცებით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, მათ მუშაობა 2014 წელს დაიწყეს. მერიის პოზიცია მიუღებელია საკრებულოს უმცირესობისთვის.

პრობლემას ვერ უარყოფენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაშიც. კომპანიაში აცხადებენ, რომ მილების ზამთარში წყლის მიწოდებას თავად აჩერებენ.

რამდენ ხანში გადაიჭრება თელაველების წყლის პრობლემა, ამას ვერც მერიაში და ვერც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აკონკრეტებენ, თუმცა კომპანია ადასტურებს, რომ საკითხის მოსაგვარებლად წლები იქნება საჭირო.

ავტორი: ია გულიშვილი, ვანო გავაშელი. 

 

დღის ამბები