05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
უშიშროების საბჭოს აპარატის ყველა არხით ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია სოსო ოსურაულზე - დავით რაქვიაშვილი

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის დავალებით, უშიშროების საბჭოს აპარატი ყველა არხით ცდილობს კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

მფრინავი სოსო ოსურაული კონგოელი მეამბოხეების ტყვეობაში უკვე დაახლოებით ერთი თვეა იმყოფება. ქართველი სამხედროს გასათავისუფლებლად მეამბოხეები 1 მილიონ დოლარს ითხოვენ.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პრეზიდენტის დავალებით, უშიშროების საბჭოს აპარატის ყველა არხით, მათ შორის დიპლომატიური არხებით ვცდილობთ დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს დაცული და ისინი იყვნენ უსაფრთხოდ,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები