05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ნაწილი ე.წ. მოსმენების კანონზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს

სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ნაწილი ე.წ. მოსმენების კანონზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს.

დღეს პარლამენტში მაგთის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. ბილაინმა კი ამ საკითხზე, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„კანონპროექტი მიმდინარეობს ჩართულობის გარეშე. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი გულისხმობს ახალი რეგულაციებისა და ვალდებულებების შემოღებას ყველა ავტორიზებული პირობისთვის, რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების საქმიანობაზე ვალდებულებაზე, ასევე ბიზნესის განვითარების სამომავლო გეგმებზეც. აქედან გამომდინარე, ბილაინს მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი რომელიც დაკომპლექტდება ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლით და მოხდება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ ყველა საკითხებზე საბოლოო პოზიციების შეჯერება-შეთანხმება,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები