05 ნოემბერი 2024,   23:14
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვაშლიჯვარში მცხოვრებ დევნილებს შეხვდენენ

მოუწესრიგებელი, საცხოვრებელ პირობებთან შეუსაბამო შენობა, რომელიც დღემდე დაუკანონებელია - საკუთარ პრობლემებზე ვაშლიჯვარში მცხოვრები დევნილები დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ესაუბრნენ.

როგორც დევნილები აღნიშნავენ, მათი საცხოვრებელი ფართი დაუკანონებელია, რაზეც არაერთხელ მიმართეს შესაბამის სამსახურებს, თუმცა 5 წლის განმავლობაში რეაგირება არავის მოუხდენია.

მათივე თქმით, ისინი მზად არიან საკუთარი სახსრებით მოაწესრიგონ შენობა, თუკი საკუთრებაში გადაეცემათ, მაგრამ არც ქალაქ თბილისის მერია და არც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამ მხრივ ყურადღებას არ იჩენს.

მოსახლეობის თქმით, თბილისის მერი დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში წინასაარჩევნოდ იმყოფებოდა და მაშინ მათ შენობის დაკანონებასაც დაჰპირდა.

დღის ამბები