საპატრიარქოს მდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, საპატრიარქოს მაღალი იერარქიის ყველა სასულიერო პირი და სინოდის წევრები მზად არიან პროკურატურის შეკითხვებს უპასუხონ. ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილიც მზად არის.
„ქალბატონი შორენა პასუხისმგებლიანი ქალბატონია, თუ მასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებს გაუჩნდებათ შეკითხვები, ქალბატონი შორენა მზადაა მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს გამოძიებას ამ საკითხში, ასევე მოიქცევა საპატრიარქოს ყველა მაღალი რანგის თანამშრომელი, თუნდაც ეს მე მეხებოდეს მეც მზად ვარ მივიღო მონაწილეობა,“ - განაცხადა მამა მიქაელმა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.