შორენა თეთრუაშვილს პროკურატურა დღეს დაკითხავს. ცნობილია, რომ ჩვენებები პატრიარქის მდივან-რეფერანტმა დღის ბოლომდე უნდა მისცეს, თუმცა უცნობია დაკითხვის ადგილი.
ე.წ. ციანიდის საქმეზე, საქართველოს პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული. ამის შესახებ რუსთავი 2-ს საპატრიარქოს იურისტმა განუცხადა. ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა.
დაკითხავს გამოძიება პატრიარქის მდივან-რეფერენტს უცნობია. ქარჩავა ამბობს, რომ დეტალები ამ დრომდე ზუსტდება.
„ზუსტდება გარემოება ჯერ კიდევ, სავარაუდოდ მოხდება და სავარაუდოდ ერთად წავალთ. დაბარებულია, უბრალოდ ჯერ არ ვიცი დრო, სად, რა, როგორ,“-განაცხადა კურიერთან საუბრისას საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.
პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვაზე დაბარების ფაქტს არც უარყოფენ და არც ადასტურებენ მთავარ პროკურატურაში.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში ყველა იმ პირის დაკითხვა მოხდება, რომლის დაკითხვის საჭიროებაც საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე დადგება.