05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენების მისაცემად მზად არის-ადვოკატებმა პროკურატურას შესაბამისი შუამდგომლობით მიმართეს

მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე ჩვენების მისაცემად მზად არის. შესაბამისი შუამდგომლობით დაცვის მხარემ პროკურატურას უკვე მიმართა.

გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე დაარღვევს დუმილის უფლებას, ისაუბრებს ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის საკუთარ უდანაშაულობაზე.

„იმედი მაქვს, რომ დაგვიკავშირდებიან უახლოეს პერიოდში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები. განცხადებაში მითითებული გვაქვს, რომ დაკითხვის დროზე მოხდეს შეთანხმება ორმხრივად, ტექნიკური ხარვეზი რომ არ იყოს დროის მხრივ. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ უახლოეს პერიოდში, მათ შორის შეიძლება ხვალაც, დაიკითხოს მამა გიორგი მამალაძე, მისცეს მან სრული ჩვენება, დაარღვიოს დუმილის უფლება, ისაუბროს ძალიან ბევრ რამეზე და მათ შორის საკუთარ უდანაშაულობაზე.

"რც ერთ ბრალდებაზე, მათ შორის იარაღთან დაკავშირებით ბრალდებაშიც, ის არის სრულად უდანაშაულო. ამას ვამბობ პირდაპირ და ამ საკითხზეც მათ შორის იქნება ჩვენებაში დაფიქსირებული თუ საიდან, როგორ და რა ვითარებაში მოხდა ეს ყველაფერი,“-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები