05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სწმინდა სინოდის წევრებს ე.წ. ციანიდს საქმეზე ინფორმაცია მიაწოდეს

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საპატრიარქო ცოტა ხნის წინ დატოვეს. ადვოკატებისა და სინოდის წევრების შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მამა გიორგი მამალაძის უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მათ სასულიერო პირებს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

მათ აღნიშნეს, რომ სინოდის წევრებს, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გარკვეულ გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვები ჰქონდათ.

„ჩვენ აბსოლუტურად დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რასთან არის საერთოდ საქმე და ეს განპირობებულია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ წმინდა სინოდის წევრებს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, მამა გიორგი ჩვენებას მისცემს წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით და დეკანოზი ამ საქმესთან დაკავშირებით უდანაშაულოა.

„ჩვენებას აძლევს ჩვეულებრივად მამა გიორგი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, ანუ ბრალი რაზეც წაუყენეს, რომ ეს ბრალი არის აბსოლუტურად უკანონო და გარკვეულწილად, ის არის უდანაშაულო ამ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია არ აკონკრეტებს, თუ ვინ ესწრებოდა საპატრიარქოში შეხვედრას. მისი თქმით, ამაზე საუბარი არაეთიკური იქნება.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები